ABICOR BINZEL – შედუღებისა და ჭრის ტექნოლოგიების ექსპერტები კომპანიის ხედვა
ABICOR BINZEL-ი ნიშნავს გაერთიანებული ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებების მზარდ ეფექტურობას. მსოფლიოს ერთიანობასა და ადამიანების გაერთიანებაზე მიმართული ტექნოლოგიები.
წარმატების ისტორია, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის შეიძლება ზუსტად დავახასიათოთ კომპანიის ხედვის გამომხატველი სამი სიტყვით:

კონკრეტული:
ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ ხარისხს
ეფექტურობის გაზრდაზე ორიენტირებული პროდუქცია, საიმედო ხარისხი და ტრენდის განმსაზღვრელი, პროცესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, ხელისა და ავტომატიზებული გადაბმის პროცესისთვის, წარმოადგენს ჩვენი წარმატების საფუძველს. ამ ყოველივეს ჩვენ ვაერთიანებთ შემკვეთებთან კონსულტაციებში, ერთჯერად მიწოდებასა და მომსახურებასთან, რომლის დროსაც დგინდება სამრეწველო სტანდარტები.

პროცესთან დაკავშირებული:
ჩვენ ვაზროვნებთ და ვმუშაობთ პროცესთან დაკავშრებულად
ჩვენ ხელისა და ავტომატიზებული გადაბმის პროცესებს ჰოლისტიკურად აღვიქვამთ და გვესმის, რომ ისინი მჭიდრო კავშირშია მომხმარებლებთან, საშემდუღებლო დისტრიბუტორებთან და კვლევით ინსტიტუტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროდუქციას და ვახდენთ პროცესების ოპტიმიზაციას, რათა ხელი შევუწყოთ ლითონის გადაბმას, გავაუმჯობესოთ შედეგები და გავზარდოთ ეფექტურობა.

პარტნიორობაზე დაფუძნებული:
ჩვენ ვმოქმედებთ პარტნიორობაზე დაყრდნობით
ერთობლივი წარმატება ჩვენთვის არ არის მხოლოდ სლოგანი, არამედ ის არის ჩვენი კორპორატიული მუშაობის წარმატების საფუძველი. ამასთანავე, ჩვენ ვმუშაობთ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენს მომხმარებლებთან, კლიენტებთან და პროცესის სხვა მონაწილეებთან ღია და თანამშრომლური დამოკიდებულებით. ამრიგად, უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობები ჩვენი ბიზნეს პარტნიორებისთვის და ძლიერდება ჩვენი ბრენდი.
ABICOR BINZEL: TECHNOLOGY FOR THE WELDER`S WORLD.