ჩვენს შესახებ
მოკლე დახასიათება
კომპანია „ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden“ დაარსდა 1939 წელს, სახელწოდებით "KURT HAUFE Schweißtechnik". 1990 წელს, როდესაც კომპანიის მართვა გადავიდა „Alexander Binzel Schweisstechnik Company“-ის ხელში, იგი შეუერთდა „ABICOR“-ის ჯგუფს.
კომპანიის მთავარი ფუნქციებია:
- ლოკაცია ABICOR Group-ის სპეციალიზირებული პროდუქციისთვის
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სადისტრიბუციო ცენტრი
- ABICOR Group-ის განვითარების ცენტრი დრეზდენის ტერიტორიაზე
პროდუქციის ასორტიმენტში შედის:
- MIG/MAG საშემდუღებლო სანთურები
- პლაზმური ჭრის სანთურები
- ელექტროდების დამჭერები
- რკალური ჭრის სანთურები
- პლუს სათადარიგო და ცვეთადი ნაწილები
„ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden“ ძირითადად ემსახურება სპეციალისტებს ვაჭრობასა და ორიგინალური აღჭურვილობის მწარმოებლებს. გაყიდვები წარმოებს პირდაპირ ან BINZEL-ის შვილობილი კომპანიების მეშვეობით, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში ფუნქციონერებს, ძირითადად ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში.
„ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden“-ში ამჟამად დასაქმებულია 140 თანამშრომელი.
ხარისხი პირველ ადგილზეა
„ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი პროდუქციისა და სერვისების მაღალ ხარისხს.
DIN EN ISO 9001-ის აღიარებული ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც პირველად სერტიფიცირებული იქნა 1996 წელს და კვლავაც წარმატებულად ქმნის საფუძველს განსაკუთრებით მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
პროდუქცია და მომსახურება მომავალშიც შეინარჩუნებს ძალიან მაღალ ხარისხს. კომპანია საკუთარ თავს ავალდებულებს უზრუნველყოს მუდმივად განვითარებადი პროცესები და ხარისხის მართვის სისტემის წარმატება. ამის გარანტიას წარმოადგენს პერსონალის მოქნილობა და მათი მუდმივი მზადყოფნა განვითრებისთვის.
კომპანიის მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყველა თანამშრომლის ჩართულობით. მათი ნდობა და პიროვნების პატივისცემა წარმოადგენს მოქმედებისა და კომპანია „ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden“-თან თანამშრომლობის საფუძველს.
„ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden“-ის კურსი მიმართულია მომხმარებლებთან და საკონტაქტო პარტნიორებთან ღია და პატიოსან ურთიერთობებზე. კომპანია თვლის, რომ ეს წარმოადგენს ერთგული და სანდო ურთიერთობების საფუძველს.
კომპანიის ისტორია
- 1939წ. – "KURT HAUFE – Schweißtechnik und Kunstharzpresserei"-ის დაფუძნება
- 1943წ. – მიწის ნაკვეთის შეძენა ალთობთაუს N9-ში, რომელიც დღემდე წარმოადგენს კომპანიის მთავარი შენობას.
- 1945წ. – საჰაერო დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობების კომპლექსის აშენება
- 1946წ. – ხელახალი მშენებლობა, ბაკელიტური წნეხების, ელექტროდების დამჭერების, რუხი თუჯის ზოდებისა და სხვ. წარმოების დაწყება
- 1958წ. – „ამოსაჭრელი და დასაჭრელი მოწყობილობის“ დაპატენტება, შეკუმშული ჰაერის ელექტრო ჭრის სანთურის წარმოება
- 1958წ. – ქალაქ კამენზში საწარმოს შესყიდვა, პლასტიკური ჩამოსასხმელი ნაწილებისა და თერმოპლასტიკური სათამაშოების წარმოებისთვის
- 1959წ. – პატენტის რეგისტრაცია KURT HAUFE -ს პირველი "CO2 საშემდუღებლო თოფისთვის“ და წარმოების დაწყება. სხვა პატენტების რეგისტრაცია განხორციელდა მომდევნო წლებში
- 1966წ. – ოქროს მედლის მინიჭების გამოფენა R 200 და R 300 ტიპის MIG საშემდუღებლო სანთურებისთვის
- 1962წ. – შესაცვლელი სანთურის მილაკიანი R 200 და R 300 ტიპის მოსახერხებელი "Rüsselbrenner"-ის შექმნა
- 1968წ. – კამენზის სათამაშოების საწარმოში შექმნილი საოპერაციო ნაწილებისგან შემუშავებული სამშენებლო კომპლექტის - „Optik“-ის ოქროს მედლის მინიჭების გამოფენა
- 1970წ. – CO2 სამშედუღებლო სანთურის მეორე თაობის შექმნა „RU“ -(Rüsselbrenner Universal) კატეგორიის წარმოების დაწყება
- 1971წ. – მექანიზირებული შედუღებისთვის მოდულარული სისტემა MBE - Maschinen-Brenner-Baueinheiten (მანქანური საშემდუღებლო მოდულარული ერთეულები)
- 1972წ. – კომპანიის ექსპროპრიაცია და კომუნალიზაცია "VEB Plastverarbeitung und Schweißtechnik Dresden"-ისთვის
- 1975წ. – 20 აგვიტოს გარდაიცვალა კომპანიის დამფუძნებელი კურტ ჰაუფე
- 1978წ. – RS კატეგორიის ჩამოყალიბება
- 1978წ. – RU315 / PU315 და RU400 / PU400 ტიპის MIG/MAG საშემდუღებლო სანთურებისთვის ოქროს მედლის მინიჭების გამოფენა
- 1978წ. – გულარიანი სადენის სანთურისთვის ოქროს მედლის მინიჭების გამოფენა
- 1982წ. – ახალი წარმოების კატეგორიების (რობოტული შედუღების ტექნოლოგია, სენსორული ტექნოლოგია) კვლევის გაძლიერება, განვითარება და გახსნა
- 1990წ. – შვილობილი კომპანიის Alexander Binzel Schweißtechnik-ის მიერ ხელახალი პრივატიზაცია და დაუფლება (შთანთქმა)
- 1990წ. - წარმოების გაფართოება სპეციალიზებული საწარმოს შესაქმნელად ABICOR Group -ის გაზით გაგრილებადი MIG/MAG საშემდუღებლო სანთურების წარმოებისთვის.
- 1991წ. – ბაზრების გახსნის დაწყება ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში; BINZEL-ის შვილობილი კომპანიების დაფუძნება შემდგომი წლების განმავლობაში
- 1997წ. – HAUFE-ს სანთურის დამატებითი განვითარება RM კატეგორიის მისაღწევად
- 1998წ. – BIKOX® R MSG-ის საშემდუღებლო კაბელების შექმნა
- 1999წ. – მოდიფიცირებული RM სანთურების გაყიდვების დაწყება აშშ-ში (ALPHA)
- 2000წ. – RF კატეგორიის სანთურების გაყიდვების დაწყება აღმოსავლეთ ევროპაში
- 2001წ. – ABIMIG® / ABIMIG® T კატეგორიის სანთურების გაყიდვების დაწყება
- 2009წ. – BIKOX® R LW-ის შექმნა და ABIMIG® GRIP A სერიის წარმოების დაწყება
- 2012წ. – ABIMIG AT LW მოდულარული სანთურების კატეგორიის გაყიდვების დაწყება
- 2013წ. – BINZEL Group-ის დაჯილდოება საერთაშორისო ჯილდოთი - ამერიკული "Frost & Sullivan Award"-ით, "ABIMIG® AT LW"-ის კატეგორიისთვის.
- 2014წ. – KURT HAUFE Schweißtechnik-ის 75 წლის იუბილე
- 2017წ. – "KURT HAUFE Schweißtechnik"-ს სახელის შეცვლა და "ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden"-ის დარქმევა
მეტის ნახვა:
- 1939-დან 1948-მდე: დასაწყისი [PDF გერმანულად]
- 1949-დან 1958-მდე: 1950-იანების ბუმი [PDF გერმანულად]
- 1959-დან 1968-მდე: CO2 საშემდუღებლო სანთურის გამოგონება [PDF გერმანულად]
- 1969-დან 1978-მდე: ექსპროპრიაცია [PDF გერმანულად]
- 1979-დან 1988-მდე: შემოსავლიანი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია [PDF გერმანულად]
- 1989-დან 1998-მდე: ახალი ეპოქის დასაწყი [PDF გერმანულად]
- 1999-დან 2010-მდე: „აღმოსავლეთის“ რეგიონის ჰაბი [PDF გერმანულად]
დრეზდენის საწარმო ობიექტი
ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden-ი აწარმოებს სხვადასხვა კატეგორიის, ზომისა და დიზაინის საშემდუღებლო სანთურების, სხვადასხვა რაოდენობებით, შეკვეთის მიხედვით. გარდა ამისა, პროდუქციის ასორტიმენტი ასევე მოიცავს ელექტროდების დამჭერებს, საჭრელ სანთურებსა და სათადარიგო ნაწილების დიდ არჩევანს.
მოქნილი წარმოების სისტემა, მაღალი ინტენსივობის შიდა წარმოება და ეფექტური ტექნოლოგიები იძლევა სწრაფი წარმოების პროცესის უზრუნველყოფის საშუალებას, მაშინაც კი როდესაც საქმე ეხება ნაწილების ფართო ასორტიმენტს.
კარგად მომზადებული პერსონალი, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი მოტივაციით წარმოადგენს მტკიცე, სტაბილური ხარისხის გარანტიას.
დასრულებული პროდუქციისა და ნაწილების ჯგუფების ასაწყობი სივრცეებისა და მბრუნავი ნაწილებისა და გაზის საქშენების წარმოების გვერდით, ასევე ხდება სპეციალური BIKOX® -ის საშემდუღებლო სადენების წარმოება, რაც წარმოადგენს საწარმოში განსაკუთრებულ ძირითად ტექნოლოგიას.
დრეზდენის განვითარების ცენტრი
ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden-ის განვითარების დეპარტამენტი არის სპეციალიზებული გაზით გაგრილებადი ხელისა და მექანიკური სანთურების მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება როგორც სანთურების არსებული კატეგორიების დამატებით განვითარებაზე, ასევე ახალი კატეგორიების შექმნაზე. ABICOR Group-ის მიერ ამ პროდუქციის დისტრიბუცია და გაყიდვა ხორციელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მომხმარებელზე მორგებული სანთურები შემუშავებულია სტანდარტულ და მოდულარულ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომლებიც, ფაქტობრივად აკმაყოფილებენ მოთხოვნათა უმეტესობას.
პროდუქციის ხარისხი და მუშაობა უზრუნველყოფილია ადგილზე ინტენსიური ტესტირებით ჩვენსავე საგამოცდო ლაბორატორიებში ან ABICOR Group-ის ლაბორატორიაში, სრულყოფილი სამრეწველო გამოცდის მეშვეობით.
ჩვენი „აღმოსავლეთის მხარის“ გაყიდვების რეგიონი
დრეზდენის საწარმოდან ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden-ი ემსახურება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ეს რეგიონი მოიცავს ტერიტორიას პოლონეთიდან ყაზახეთის ჩათვლით.
ვინაიდან საზღვარგარეთულ ბაზრებზე შესაძლებელია მხოლოდ გრძელვადიანი წარმატების უზრუნველყოფა, საკუთარი ქვედანაყოფების მეშვეობით, ამჟამად გვაქვს 11 შვილობილი კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში. ყველა მათგანი იმართება და კონტროლდება ABICOR BINZEL Schweißtechnik Dresden-ის მიერ.
მთლიანობაში ამჟამად კომპანია ემსახურება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანას. 70 ადამიანისგან შემდგარი კოლექტივი, რომელიც განაწილებულია როგორც რეგიონში ასევე დრეზდენის ოფისებში, პირდაპირ პასუხისმგებელია გაყიდვებზე „აღმოსავლეთის მხარეში“ და უზრუნველყოფს საქონლის დაუბრკოლებელ მიწოდებას, მათ შორის შორეულ რეგიონებშიც და დახმარებას უწევს სპეციალურ საცალო მოვაჭრეებსა და ოპერატორებს.
გაყიდული ნივთებს მომხმარებლები იყენებენ ლითონის გადამუშავების მრეწველობის სრულიად სხვადასხვა სექტორებში. მაგალითად, ფოლადის წარმოებაში, გემთმშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, ავტომატურ ინჟინერიაში, სარკინიგზო ტრანსპორტის წარმოებაში, ქარის ტურბინების წარმოებაში, სამშენებლო კომპანიებსა თუ რკინისა და ფოლადის მრეწველობაში.